მერკელის ბლოკში თვლიან, რომ რუსეთთან ურთიერთობამ კრიტიკულ წერტილს მიაღწია

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” პრეზიდიუმის წევრმა ნორბერტ რეტგენმა ნაცისტური გერმანიის სსრკ-ზე თავდასხმის 80 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ რუსეთთან ურთიერთობამ თავის ქვედა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.

“გერმანია ყოველთვის უნდა იაზრებდეს მეორე მსოფლიო ომის გამო ისტორიულ ბრალეულობას, მაგრამ დღეს ჩვენ ყველანი რეალისტები უნდა ვიყოთ. რუსეთი თავის დასავლელ მეზობლებს თავისუფალი თვითგამორკვევის უფლებას ართმევს და ეს პრობლემის საფუძველია”. “რუსეთს უფლება არა აქვს უკრაინას ან სხვებს უარი უთხრას დემოკრატიულ მოწყობაზე. პოლონეთმა და ბალტიის ქვეყნებმაც დაიბრუნეს საკუთარი თავისუფლება” – თქვა ქრისტიან-დემოკარტმა პოლიტიკოსმა და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს “არ აინტერესებს პარტნიორობა, კომპრომისები და ბალანსი”.

banner
წინა სტატიაშიინფექციურმა საავადმყოფომ პაციენტის ანალიზების ფაილს “დამპალი” დაარქვა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიამ აშშ-ში ატლანტიკურ საბჭოში ანალიტიკურ წრეებთან შეხვედრა გამართა