მერკელი: ლტოლვილთა პრობლემებს დიდი ხანი ვუკეთებდით იგნორირებას

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა, საემიგრაციო პოლიტიკაში არსებული შეცდომები აღიარა. “ჩვენ, გერმანელები, დიდი ხნის მანძილზე ვუკეთებდით იგნორირებას ამ პრობლემას და გადაწყვეტილებისგან თავს ვიკავებდით” – განაცხადა მერკელმა გაზეთ Süddeutsche Zeitung-ტან ინტერვიუში, რომელიც დღეს დაიბეჭდა.
კანცლერის ტქმით, ბევრი მიგრანტი გერმანიაში 2004-2005 წლებში შევიდა. როცა გერმანიამ ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებიდან მიიღო თავშესაფრის მაძიებლები. ამასთანავე, მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანია დიდი ხნის მანძილზე წინააღმდეგობას უწევდა რეფორმების გატარებას, რომელიც ევროკავშირში კარგა ხანია მომწიფდა, მისი თქმით, ეს გარკვეულწილად შენგენის ზონის დაცვასაც ეხება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს გერმანიამ მილიონზე მეტი თავშესაფრის მაძიებელი მიიღო.

banner
წინა სტატიაშიერგნეთში სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე სოფელ სობესში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრეს
შემდეგი სტატია(VIDEO) რუსეთში პაციენტმა მედიკოსი სასტიკად სცემა