(VIDEO) რუსეთში პაციენტმა მედიკოსი სასტიკად სცემა

სამშაბათს საღამოს, მოსკოვის ოლქის ქალაქ ორეხოვო-ზუევოს საავადმყოფოში, მოხდა ინციდენტი. სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოზე მოჩანს თუ როგორ უმოწყალოდ ურტყამს პაციენტი იატაკზე დაგდებულ მედიკოსს.
მამაკაცმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, საკუთარი და მიიყვანა რენტგენოლოგთან. კაბინეტში, მედიკოსსა და პაციენტს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.
საავადმყოფოს ნაცემი თანამშრომელი რეანიმაციაში მოათავსეს. აგრესორი დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მან აღიარა დანაშაული და მიზეზად დაასახელა რენტგენის გადასაღებად რიგში დიდი ხნის ლოდინი.
ორეხოვო-ზუევოს კლინიკაში ეს ცემის მეორე შემთხვევაა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში. კონფლიქტს ავადმყოფებსა და მედიკოსებს შორის ხშირად აქვს ადგილი რუსეთში, რისი მიზეზი, პირველ რიგში, სამედიცინო მომსახურების დაბალი დონეა.

 

https://youtu.be/t1_a6DyFB08

banner
წინა სტატიაშიმერკელი: ლტოლვილთა პრობლემებს დიდი ხანი ვუკეთებდით იგნორირებას
შემდეგი სტატიაგამოცემამ theculturetrip ქართული იმ 10 უძველეს ენას შორის დაასახელა, რომელზეც დღემდე საუბრობენ