მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტს მიმართავს ყოფილი პრემიერი შეიწყალოს

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და გიორგი მარგველაშვილს მიმართეს, რომ ვანო მერაბიშვილი შეიწყალოს.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს პრეზიდენტს და იუსტიციის მინისტრს აკისრებს.

“იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ივანე მერაბიშვილის ვადამდელი პირობითი გათავისუფლების საკითხის განხილვა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე ბოლო კეთილ საქმედ შეიწყალოს ივანე მერაბიშვილი. ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე პირადად პასუხისმგებლობას ვაკისრებთ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს,“ – განაცხადა საზოგადოებრივი ორგანიზაციის „საქართველო ლიდერთა შორის“ დამფუძნებელმა, მამუკა გამყრელიძემ.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ ვანო მერაბიშვილს საფუძვლიანი კვლევა ჩაუტარდეს.

banner
წინა სტატიაშიმარწყვში ჩადებული ნემსების სკანდალი ავსტრალიაში – პოლიციამ მოზარდი დააკავა
შემდეგი სტატია“ხელს უნდა უწყობდნენ ამ სექტორის გაჯანსაღებას და არა სააფთიანო ნარკომანიის ჩამოყალიბებას”