მარწყვში ჩადებული ნემსების სკანდალი ავსტრალიაში – პოლიციამ მოზარდი დააკავა

ავსტრალიის პოლიციამ დააკავა მოზარდი, რომელმაც აღიარა, რომ მარწყვში მეტალის ნემსებს არჭობდა – მარწყვი ადგილობრივ მაღაზიებში გაჰქონდათ. შემთხვევამ მთელ ავსტრალიაში პანიკა გამოიწვია.
როგორც ახალი სამხრეთ უელსის შტატის პოლიციის კომისრის მოადგილემ განაცხადა, დაპატიმრებული ბიჭი, სავარაუდოდ, ამას გასართობად აკეთებდა.
მარწყვში ჩადებული ნემსი ქვინსლენდშიც იპოვეს. შემდეგ იგივე განმეორდა სხვა შტატებშიც. მომხმარებლებმა ბასრი მეტალის ნივთები იპოვეს ვაშლებსა და ბანანებშიც.
ჯერჯერობით, ნემსისგან დაშავებული ადამიანების რიცხვი უცნობია. სამართალდამცველების თქმით, პოლიციაში ასობით საჩივარია შესული.
ადრე ავსტრალიის სამმა შტატმა 100 ათასი ავსტრალიური დოლარის ჯილდო დააწესეს ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც აღნიშნული საქმის გამოძიებას შეუწყობდა ხელს.

banner
წინა სტატიაშიერევნის მერი მსახიობი აიკ მარუთიანი გახდება
შემდეგი სტატიამერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტს მიმართავს ყოფილი პრემიერი შეიწყალოს