“ხელს უნდა უწყობდნენ ამ სექტორის გაჯანსაღებას და არა სააფთიანო ნარკომანიის ჩამოყალიბებას”

პარლამენტის ჯანადაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ სერიოზულად და ობიექტურად შესწავლას საჭიროებს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის, გია თვალავაძის დაკავებასთან დაკავშირებული საქმე.

“ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის სწორად წარმართვისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ნარკოგამსაღებლებთან ბრძოლა. ამ მიმართულებით ერთ-ერთი დიდი პრობლემაა სააფთიაქო ნარკომანია. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ იქნება ძალიან მკაცრი დამოკიდებულება. შს სამინისტრომ არაერთხელ გამოავლინა შავ ბაზარზე სხვადასხვა მეთოდებით მონაწილე პირები. ეს პოლიტიკა აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლა 2013 წლიდან დავიწყეთ, როცა შემოვიდა სარეცეპტო რეფორმა. ამ გზაზე სამართალდარღვევის არა ერთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. დღეს სამწუხარო ფაქტთან გვაქვს ადგილი, როცა სააფთიაქო ნარკომანიის ხელშეწყობაში პასუხისმგებელი პირები არიან ეჭვმიტანილი. მჯერა, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად. პასუხისმგებელი პირები ხელს უნდა უწყობდნენ ამ სექტორის გაჯანსაღებას და არა სააფთიანო ნარკომანიის ჩამოყალიბებას. აქ დამოკიდებულება იქნება მკაცრი“, – განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ხუნდაძემ.

banner
წინა სტატიაშიმერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – გაერთიანებული ოპოზიცია პრეზიდენტს მიმართავს ყოფილი პრემიერი შეიწყალოს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია ფიჯის რესპუბლიკის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა