მექსიკელი ნარკომოვაჭრეები პოლიციას დრონიდან ბომბებს ესვრიან

მექსიკის მიჩოაკანის, ხალისკოსა და გუანახუატოს შტატებში პოლიციელებსა და ჯარისკაცებს თავს დრონებიდან დაესხნენ. ხელისუფლება თვლის, რომ ეს გავლენიანი ნარკომოვაჭრეების ნახელავი იყო. აფეთქების შედეგად მიჩოაკანის შტატში ორი პოლიციელი დაიჭრა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ამის შესახებ ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ლუის სანდოვალმა განაცხადა. პოლიცია ვარაუდობს, რომ თავდასხმის უკან ერთ-ერთი ახალშექმნილი დაჯგუფება დგას, რომელსაც ხალისკოს ახალი თაობის კორტელს უწოდებენ – “ბიბისი” წერს.

სამართალდამცველებმა აგვისტოში შემთხვევითი რეიდის დროს იპოვეს დრონები, რომელზეც ბომბები იყო მიმაგრებული. პოლიცია თვლის, რომ დრონი კარტელის არმიასთან საბრძოლველი ახალი იარაღია.

banner
წინა სტატიაშიჩილელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ტიტანოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიააშშ დამატებით 22 ათას სამუშაო ვიზას გასცემს