აშშ დამატებით 22 ათას სამუშაო ვიზას გასცემს

შრომის ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა უახლოესი თვეების განმავლობაში დამატებით 22 ათასი დროებითი სამუშაო ვიზა გასცეს. ამის შესახებ ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

მათივე ცნობით, საუბარია H-2B ტიპის ვიზაზე, რომელიც გაიცემა არასოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულებზე. დამატებითი ვიზები კი, მომდევნო თვეების განმავლობაში გახდება ხელმისაწვდომი.

ამასთან, ამ 22-ათასი ვიზიდან 6 ათასი დარეზერვებულია გვატემალას, ჰონდურასისა და სალვადორის მოქალაქეებისთვის.

banner
წინა სტატიაშიმექსიკელი ნარკომოვაჭრეები პოლიციას დრონიდან ბომბებს ესვრიან
შემდეგი სტატიარუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე 1 700-ზე მეტი ადამიანი დააკავეს