ჩილელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ტიტანოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს

ჩილელმა მეცინერებმა, რომლებიც 1990-იან წლებში ნაპოვნი ტიტანოზავრის ნაშთებს სწავლობენ, განაცხადეს, რომ მისი ახალი სახეობა აღმოაჩინეს. გიგანტური დინოზავრის ქალის ნაწილი 20 წლის წინ ატაკამის უდაბნოში იპოვეს. გეოლოგი კარლოს არევალოს ჯგუფი მაშინდელ აღმოჩენაზე დღემდე მუშაობს, ორშაბთს კი სამეცნიერო ჟურნალში სტატია გამოაქვეყნეს – “ბიბისი” წერს.

მეცნიერების მტკიცებით, ცხოველი პალმებითა და ყვავილებით დამშვენებულ გარემოში ცხოვრობდა. ტიტანოზავრს პატარა თავი, გრძელი კისერი და უჩვეულოდ ბრტყელი ზურგი ჰქონდა, ის ბალახით იკვებებოდა. ახალაღმოჩენილი ტიტანოზავრი სხვებისგან ნერვული სისტემის აგებულებითა და ნერვული დაბოლოებებით განსხვავდება – თვლიან მეცნიერები.
ატაკამის უდაბნო, სადაც ახალი სახეობის ტიტანოზავრი აღმოაჩინეს, მსოფლიოში ყველაზე უწყლო ადგილად ითვლება.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი COVAX-ს ასი ათას დოზა ვაქცინას გადასცემს
შემდეგი სტატიამექსიკელი ნარკომოვაჭრეები პოლიციას დრონიდან ბომბებს ესვრიან