მელანია ტრამპი: ქმრის ღალატის შესახებ ხმებს ყურადღებას არ ვაქცევ

აშშ-ს პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა თქვა, რომ მისი ქმრის ღალატის შესახებ ხმებს ყურადღებას არ აქცევს, რადგანაც “მას ამაზე მნიშვნელოვანი საქმეები აქვს”. მელანია ტრამპმა თავის ოჯახურ ცხოვრებაზე ტელეკომპანია “ეი-ბი-სისთან” ისაუბრა. შეკითხვაზე, უყვარს თუ არა მას საკუთარი მეუღლე, მელანია ტრამპმა უპასუხა, რომ “ყველაფერი წესრიგშია”, თუმცა, მედიაში ხშირად არასწორად იწერება მათი ოჯახური ურთიერთობების შესახებ, “მაგრამ მე ამას ყურადღებას არ ვაქცევ. მე ვარ დედა და პირველი ლედი და მე ბევრი რამე მაქვს საფიქრალი და გასაკეთებელი” – თქვა მან. “მე ვიცი რა არის მართალი და რა არის სინამდვილე. და რა არის ტყუილი” – დაამატა პირველმა ლედიმ.
ასევე, მელანია ტრამპმა თქვა, რომ ქალები, რომლებიც სექსუალურ შევიწროვებაზე საუბრობენ, ვალდებული არიან შესაბამისი მტკიცებულება წარმოადგინონ, გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ თვითონ არის კიბერბულინგის ერთ-ერთი მთავარი მსხვერპლი.

“პლეიბოის” მოდელი კარენ მაკდუალი ირწმუნება, რომ 2006 წელს მომავალ პრეზიდენტთან მაშინ, როცა ის მელანია ტრამპზე დაქორწინებული იყო, რომანი ქონდა. მან ტაბლოიდ National Enquirer-თან 150 ათასიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლითაც გამოცემას ამ ისტორიის ექსკლუზიური უფლება მიყიდა. დონალდ ტრამპპი მეუღლის ღალატის ყველა ისტორიას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშიაღსარება თუ პასუხი საზოგადოებას-ჯუმბერ იზორია საგანგებო ფეისბუქ პოსტს ავრცელებს
შემდეგი სტატია240 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ბერლინში რასიზმის წინააღმდეგ აქციაში