240 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა ბერლინში რასიზმის წინააღმდეგ აქციაში

შაბათს, 13 ოქტომბერს ბერლინში მიმდინარე წელს ყველაზე მასშტაბური აქცია გაიმართა რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ. აქციის ინიციატორი იყო ალიანსი “Unteilbar”, რომელიც 450-ზე მეტ ორგანიზაცია აერთიანებს. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, დემონსტრაციაზე 242 ათასი ადამიანი იყო გამოსული, თვითონ, 40 ათას მონაწილეს ელოდებოდნენ. დედაქალაქის 900 პოლიციის თანამშრომელი იცავდა წესრიგს.
აქცია ადგილობრივი დროით 11.35 წუთზე დაიწყო ალექსანდერპლაცზე და გამარჯვების თაღთან დასრულდა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიმელანია ტრამპი: ქმრის ღალატის შესახებ ხმებს ყურადღებას არ ვაქცევ
შემდეგი სტატიააშშ-მ თალიბებთან ავღანეთის საკითხზე მოლაპარაკებები გამართა