მეი თანახმაა პარლამენტში “ბრექსიტზე” ხელახალი რეფერენდუმის შესახებ კენჭისყრა ჩაატაროს

ბრიტანეთის პრემიერ-მინსიტრი ტერეზა მეი “ბრექსიტზე” ხელახალი რეფერენდუმის შესახებ კენჭისყრის ჩატარებას აპირებს. ამისათვის პარლამენტარებმა ბრიუსელთან “ბრექსიტის” შესახებ დადებული შეთანხმება უნდა მიიღონ – ლონდონში 21 მაისს განაცხადა – “დოიჩე ველე” წერს.
ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ივნისის დასაწყისში ის პარლამენტს “ბრექსიტის ახალ შეთანხმებას” წარუდგენს. მეი იმედს იტოვებს, რომ დოკუმენტში შეტანილი ცვლილებები, რომელიც უკვე სამჯერ არ მიიღო პარლამენტმა, მას მხარდაჭერის მოპოვებაში დაეხმარება. მეიმ თავის ინიციატივას “უკანასკნელი შანსი” უწოდა.
ახლა პროექტში, ასევე, ნათქვამია, რომ პარლამენტს შეუძლია კენჭისყრა ჩაატაროს სამეფოს ევროკავშირის საბაჟო ზონაში დარჩენასთან დაკავშირებით.

ტერეზა მეისთან ექვსი კვირის წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ჯერემი კორბინმა 17 მაისს განაცხადა, რომ ის ჩავარდა. დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ პირობებზე მოლაპარაკებები “ისე ღრმად შევიდა, რამდენადაც შესაძლებელი იყო”, მაგრამ ლეიბორისტების ლიდერი ფიქრობს, რომ მეისთან კომპრომისის მიღწევა შეუძლებელია – კორბინმა ასეთი წერილი ბრიტანეთის პრემიერს გაუგზავნა.
ლეიბორისტების ლიდერის თქმით, მთავრობასა და ლეიბორისტებს შორის ძველებურად “მნიშვნელოვანი პოლიტიკური უფსკრული არსებობს”, გარდა ამისა, მთავრობის “სისუსტისა და არასტაბილურობის გამო” იმის რწმენა არ არსებობს, რომ მეისთან შესაძლებელია მოლაპარაკებებზე კომპრომისის მიღწევა – ნათქვამია დოკუმენტში იყო ნათქვამი.
ჯერემი კორბინის წერილში, ასევე, აღნიშნული იყო, რომ მისი პარტია მომავალშიც მეის გეგმის წინააღმდეგ გამოვა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე NDI-ის კვლევებს უნდობლობას უცხადებს
შემდეგი სტატია“ევროვიზიის” ორგანიზატორები ისლანდიის წინააღმდეგ პალესტინის დროშის გამოფენის გამო სანქციებზე ფიქრობენ