“ევროვიზიის” ორგანიზატორები ისლანდიის წინააღმდეგ პალესტინის დროშის გამოფენის გამო სანქციებზე ფიქრობენ

სასიმღერო კონკურს “ევროვიზიის” ორგანიზატორები ფიქრობენ ზომებზე, რომელსაც ისლანდიის წინააღმდეგ მიიღებენ, მათ მიერ კონკურსის პერიოდში პალესტინის დროშის გამოფენის გამო. განცხადებაში ნათქვამია, რომ “ევროვიზია” არაპოლიტიკური კონკურსია და მსგავსი ზომები “მის წესებს ეწინააღმდეგება” – “დოიჩე ველე” წერს.

თელ-ავივში გამართულ კონკურსზე ისლანდიური ჯგუფის Hatari წევრებს ქულების გამოცხადების დროს კამერების წინ პალესტინის დროშა ეჭირათ, რამაც მაყურებელთა უკმაყოფილება გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ ისრაელი პალესტინის ტერიტორიების ოკუპირებას ეწევა.

banner
წინა სტატიაშიმეი თანახმაა პარლამენტში “ბრექსიტზე” ხელახალი რეფერენდუმის შესახებ კენჭისყრა ჩაატაროს
შემდეგი სტატიაHuawei-მ ახალი სმარტფონი Honor 20 წარადგინა