მედიის ინფორმაციით, დონეცკში ორი რუსი სამხედრო მფრინავი დაიღუპა

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ორი მთავარი სამხედრო მფრინავი დაიღუპა მას შემდეგ, რაც უკრაინაში მათ ავტოკოლონაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ცნობას დასავლური მედია ავრცელებს.

დაღუპულები არიან 41 წლის ვიცე-პოლკოვნიკი მაქსიმ პოტიომინი და 54 წლის პოლკოვნიკი ანატოლი სტასიუკევიჩი. შემთხვევა დონეცკის რეგიონში მაშინ მოხდა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული მაღალი სიზუსტის რაკეტა HIMARS-ით იერიში ავტოკოლონაზე მიიტანეს.

მედიის ცნობით, თავდასხმა დასავლური დაზვერვის დახმარებით განხორციელდა. მათივე ცნობით, ორივე სამხედრო მფრინავი 8 ივლისს დაიღუპა, თუმცა მათი გარდაცვალების შესახებ ცნობები მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიკოდა-თბილისის გზაზე, მიკროავტობუსი მანქანას შეეჯახა – დაშავდა 6 პირი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს