კოდა-თბილისის გზაზე, მიკროავტობუსი მანქანას შეეჯახა – დაშავდა 6 პირი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი

ავტოსაგზაო შემთხვევა კოდა-თბილისის გზაზე. მარნეულიდან დედაქალაქის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 6 პირი დაშავდა, მათ შორის 1 მცირეწლოვანი ბავშვია.

დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ერდოღანს რუსეთში „ბაირაქტარის“ წარმოების გახსნა შესთავაზა, თურქულ კომპანიაში კი განაცხადეს, რომ პუტინს თავის უპილოტო თვითმფრინავებს არ მიჰყიდიან – სიენენ თურქი
შემდეგი სტატიამედიის ინფორმაციით, დონეცკში ორი რუსი სამხედრო მფრინავი დაიღუპა