მედია : დედამიწის უხუცესი ადამიანი 145 წლის არის

მედია : დედამიწის უხუცესი ადამიანი 145 წლის არის

1 (2)დედამიწის უხუცესი ადამიანი 145 წლის არის -ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. ის კუნძულ იავაზე ცხოვრობს. მბახ გოტო 1870 წლის 31 დეკემბერს დაიბადა, თუმცა, ამის დამადასტურებელი დოკუმენტები არ არსებობს.
გოტოს ოთხი ცოლი ყავდა, ყველა მათგანი და ასევე, მისი შვილებიც გარდაცვლილი არიან. უხუცესი ადამიანი ახლა შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად ცხოვრობს. როგორც მისი ერთ-ერთი შვილიშვილი ამბობს, ბაბუა 122 წლის ასაკიდან ყოველ წელს ელოდება სიკვდილს.
დღესდღეობით, ოფიციალურად ითვლება, რომ დედამიწაზე ყველაზე ხნიერი ფრანგი ჟანა კალმანია, რომელიც 122 წლის და 5 თვის არის. არაოფიციალურად, კი არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ ნიგერიაში 177 წლის ადამიანი ცხოვრობს, თუმცა, მისი დაბადების დღის დადგენა ვერ ხერხდება.

banner
წინა სტატიაშიგერმანული პრესა გიორგი მღებრიშვილის ვიზიტს აშუქებს
შემდეგი სტატიასაპარტნიორო ფონდსა და ესპანურ კომპანიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა