„მე მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები…“ -საქართველოს ეროვნული გმირი ზურა იარაჯული 51 წლის გახდებოდა

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო, თითქმის არავის გახსენებია საქართველოს ეროვნული გმირის ზურა იარაჯულის დაბადების დღე. იმ კაცის დაბადების დღე, რომელმაც 21 წლის ასაკში შესწირა სიცოცხლე თავის სამშობლოს და ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი ამჯობინა.
ზურა იარაჯული 1972 წლის 12 მარტს თბილისში დაიბადა. სამხედრო მფრინავის პროფესიას ის, დღეისთვის რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის სამხედრო სასწავლებელში ეუფლებოდა. 1992 წელს, როცა აფხაზეთში საომარი მოქმედებები დაიწყო, საქართველოში დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ ზურაბ იარაჯულმა სუ-25 მოიერიშე თვითმფინავებზე გადამზადება გაიარა და კოპიტნარში პილოტად დაინიშნა.
აფხაზეთის ომში ახალგაზრდა პილოტმა 44 საბრძოლო გაფრენა განახორციელა და ქვეყნის ერთიანობის დასაცავად საკუთარი მოიერიშე სუ-25-ით არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა.

1993 წლის 13 ივლისს მტერმა სოხუმის რაიონის სოფელი შრომაზე ოერიში მიიტანა, შრომა მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა. რუსები მათთვის დამახასიათებელი დაუნდობლობით ბომბავდნენ ქართულ სოფელს. იმ დღეს ზურა იარაჯულმა ერთი გაფრენა წარმატებით განახორციელა. მისმა ზუსტმა ქმედებამ მტერს უკან დაახევინა. წარმატებული ოპერაციიდან ახალი დაბრუნებული იყო, როცა კვლ;ავ საბრძოლო დავალების შესრულებამ მოუწია. ზურა იარაჯული კოპიტნარიდან შევსებული შეიარაღებით აფრინდა.

ეს მისი უკანასკნელი, 45-ე საბრძოლო გაფრენა იყო.

ზურა იარაჯულის სუ-25-ს რუსებმა სითბური რაკეტა ესროლეს. ცეცხლმოკიდებული სუ-25-დან ზურა იარაჯული პარაშუტით გადმოხტა. სამწუხაროდ მისი პარაშუტი ქარმა პარაშუტი მოწინაღმდეგის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე წაიღო. ის მტრის ზურგში აღმოჩნდა.
სამი დღის განმავლობაში იარაჯული მტრის ზურგიდან ფრონტის ხაზის გადაკვეთას და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას ცდილობდა. მტერმაშეამჩნია, რომ პილოტი ცოცხალი გადარჩა და მასზე ნადირობა დაიწყეს.

მოგვიანებით გაირკვა, რომ გუმისთის ტყეში, აფხაზმა და ჩეჩენმა ბოევიკებმა 21 წლის იარაჯული ალყაში მოაქციეს. მას დანებება შესთავაზეს. დაპირდნენ, რომ აფხაზ ტყვეებზე გაცვლიდნენ. იარაჯულმა ტყვედ ჩაბარებაზე უარი თქვა. მან მტერს წინააღმდეგბა გაუწია და ორი მოწინააღმდეგე მოკლა, ერთი მებრძოლი დაჭრა.

ასე გმირულად მოკვდა იარაჯული.

მისი სიკვდილის შემდეგ ზურაბ ბექაური გაიხსენებს პატარ ბიჭის სიტყვებს.

“მე მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები…“ – ეს ფრაზა მითხრა ერთხელ კოპიტნარში. ისიც დაამატა, რომ სანამ მომკლავენ, რამდენიმეს ხომ მაინც გავიყოლებო. ზურამ ეს სიტყვები ერთი-ერთში აასრულა,-იხსენებს ბექაური.

1993 წლის 27 ივლისს ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ზურას მამამ შვილის ცხედარი თბილისში ჩამოასვენა.

სიკვდილიდან 10 წლის შემდეგ მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭს.

გმირები არ კვდებიან!

banner
წინა სტატიაშიეს არის რადიკალიზმის კიდევ ერთი ბინძური და მახინჯი გამოვლინება, ასეთი ქმედებისთვის საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამის პასუხისმგებლობას – მათიკაშვილი
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპულ გზაზე – მიშელი