სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპულ გზაზე – მიშელი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კიდევ ერთხელ დავადასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპულ გზაზე. ასევ, მივესალმე მის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინსვლაში, – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

მისი თქმით, რეფორმების კუთხით პროგრესის მიღწევა გადამწყვეტია საქართველოსთვის.

„ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება მიენიჭებინა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა არის ისტორიული შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან არ უნდა იქნეს გაშვებული. რეფორმების კუთხით პროგრესი გადამწყვეტია“, – აცხადებს შარლ მიშელი.

banner
წინა სტატიაში„მე მტერს ტყვედ არასდროს ჩავბარდები…“ -საქართველოს ეროვნული გმირი ზურა იარაჯული 51 წლის გახდებოდა
შემდეგი სტატიანიკოლიზ ვაშაკიძე: ალტინფო ევროკავშირის დროშას ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე არ დაწვავდა