მძღოლს, რომელიც ავტომანქანას მთვრალი მართავდა და 27 წლის ქალი და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 13, 2018 20:06

მძღოლს, რომელიც ავტომანქანას მთვრალი მართავდა და 27 წლის ქალი და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა

მნიშვნელოვანი

  • შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის - ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაძლო ჩადენა. ასევე ის გარემოება, რომ ლ. ა. არაერთხელ არის დაჯარიმებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის და შემთხვევის დღესაც ავტომობილს მართვადა მთვრალ მდგომარეობაში. შესაბამისად, ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეთა გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა.

სხვა სტატიები

თბილისის საქალაქო სასამართლომ ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა დაბრალდებულ ლ.ა.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ლ.ა.-ს ბრალად ედება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, იმის მიერ ვინც სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ორი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში. მანვე ჩაიდინა განსაცდელში მიტოვება, დაუხმარებლად იმის მიტოვება, ვინც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და შესაძლებლობა არ ჰქონდათ მიეღოთ ზომები თავის დასაცავად, თუ მიმტოვებელს ევალებოდა მათზე ზრუნვა და შეეძლო მათი დახმარება.

საქმის მასალების თანახმად, მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, დაახლოებით 23:45 საათზე, ქალაქ თბილისში, ბრალდებულმა, რომელიც იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და ყოველგვარი ობიექტური ხელისშემშლელი მიზეზების გარეშე შეეჯახა ქვეითად მოსიარულეებს ნ. მ.-სა და ნ. ჯ.-ს, რომლებიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ.

შუამდგომლობის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის – ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შესაძლო ჩადენა. ასევე ის გარემოება, რომ ლ. ა. არაერთხელ არის დაჯარიმებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისათვის და შემთხვევის დღესაც ავტომობილს მართვადა მთვრალ მდგომარეობაში. შესაბამისად, ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხეთა გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ სასამართლომ გამოიყენა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების სახე – პატიმრობა.

მოცემულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2018 წლის 5 ნოემბერს, 11:00 საათზე, გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ავტოსაგზო შემთხვევას, რომელიც გლდანში მოხდა, 27 წლის ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლნენ. ისინი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 13, 2018 20:06

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics