პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო

პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით უსუფაშვილმა რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრები დაიწყო. დღეს ის ფოთელ ამომრჩეველს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

უმუშევრობა, სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები – ეს ის საკითხებია, რაც ადგილობრივებს აწუხებს.

„დაიწყო საარჩევნო კამპანია, ახალ ფაზაში შედის. უკვე ცნობილია ყველა კანდიდატი. ამ არჩევნებზე იქნება მძაფრი კონკურენცია. ნურავის ნუ ეგონება რომ მარტივი გამარჯვება უდევს ჯიბეში. მე ასე არ მგონია და მზად ვარ სერიოზული კონკურენციისთვის. საქართველოს სჭირდება ძლიერი პრეზიდენტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც ძალიან ბევრი კონკრეტული პრობლემა აღელვებს, გაცნობიერებული აქვს, რომ ეს ზოგადი პრობლემა სახელმწიფოს დალაგება, კანონის უზენაესობა – ეს თემები თუ არ მოგვარდა, ყველა სხვა პრობლემა ჩვენ დაგვრჩება პრობლემად,“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში„გოლდმენ საქსში“ ივანიშვილის მიერ აქციების ფლობის თემას საბანკო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ეხმაურება
შემდეგი სტატიამძღოლს, რომელიც ავტომანქანას მთვრალი მართავდა და 27 წლის ქალი და 3 წლის ბავშვი იმსხვერპლა, პატიმრობა შეეფარდა