მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვავსაშიშროების გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, კერძოდ, მცხეთა- სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)- კობის მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია.

„მოქალაქეებს მოვუწოდებთ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები“,- აღნიშნულია საპატრულო პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა
შემდეგი სტატია24 მარტს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ესტუმრება