24 მარტს საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი ესტუმრება

24 მარტს, საქართველოს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვევა. ნატო-ს გენერალური მდივანი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს: საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის წევრებთან.

სტოლტენბერგი ასევე ეწვევა ნატო-ს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს და დაესწრება მის მიერ ორგანიზებულ ნატო-საქართველოს სწავლებას.

სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში 25 მარტს დასრულდება.

banner
წინა სტატიაშიმცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიადღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის თავმჯდომარეს აირჩევს