მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

როგორც „თაიმერს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ძლიერი თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ71-კმ106 (ნადიბანი-კობი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დარიალის ხეობაში, კმ134-კმ135 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
ამავე გზის კმ1-კმ70 და კმ107-კმ139 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს პერიოდში აღდგეს ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის საავტომობილო მიმოსვლა.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ძლიერმა წვიმამ იმერეთის 12-ვე მუნიციპალიტეტში სერიოზული პრობლემები შექმნა
შემდეგი სტატიადარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში „სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე“ შეხვედრა გაიმართა