მასობრივი დაკითხვები მარტვილში – ბალდის მცველები დაკითხვაზე დაიბარეს

მოძრაობა “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” წევრები – თაზო რუხაია და ცოტნე თვარაძე მარტვილის პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ბალდის კანინიონის მცველები ამბობენ, მათ წინააღმდეგ საჩივარი მარტვილის პოლიციაში ბალდის კანიონის პროექტის ერთ-ერთმა მხარდამჭერმა შეიტანა. ამასთან, “თაიმერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ გამოკითხვაზე სოფელ ბალდის 15-მდე მკვიდრიც დაიბარეს.

რას ედავება პოლიციაში შეტანილი განცხადების ავტორი მოქალაქეებს, უცნობია, რადგან ის მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

 

banner
წინა სტატიაშიISW-კოქსის ქარხანასთან და ავდიივკას ინდუსტრიულ ზონასთან მძიმე ბრძოლები გრძელდება
შემდეგი სტატიანოემბრის თვეში დიდი ოდენობით უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 25 ფაქტი გამოვლინდა