ISW-კოქსის ქარხანასთან და ავდიივკას ინდუსტრიულ ზონასთან მძიმე ბრძოლები გრძელდება

შეიარაღებული ძალები აგრძელებენ შეტევას რუს ოკუპანტებზე სტეფოვოის სამხრეთით. სასტიკი ბრძოლა კოქსის ქარხანასთან და ავდიივკას ინდუსტრიულ ზონასთან გრძელდება, – ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ბოლო მიმოხილვაში.

ანალიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ უკრაინელმა ჯარებმა კონტრშეტევა განახორციელეს ავდიივკას მახლობლად და დაიბრუნეს დაკარგული პოზიციები. გეოლოკაციის კადრებში ჩანს, რომ უკრაინული ძალები უტევენ რუსეთის პოზიციებს სტეფოვოის სამხრეთით.

ამავდროულად, რუსეთის ჯარებმა განაგრძეს შეტევითი ოპერაციები ავდიივკას მიმართულებით და მიაღწიეს პროგრესს. გეოლოკაციის კადრებში ჩანს, რომ რუსული ჯარები დაწინაურდნენ ავდიივკას ჩრდილოეთით მდებარე წყალსაცავის მიდამოში. გარდა ამისა, დამატებითი გეოლოკაციის სურათები გვიჩვენებს, რომ რუსული ჯარები დაწინაურდნენ სტეფოვოის ფარგლებში ავდიივკას ჩრდილო-დასავლეთით 5 კილომეტრში.

რუსი სამხედრო ბლოგერები აცხადებდნენ, რომ რუსებმა გააძლიერეს კონტროლი სტეფოვოის და მის გარშემო პოზიციებზე და ერთ-ერთი ასეთი ბლოგერი ამტკიცებდა, რომ რუსეთის ჯარები 600 მეტრით დაწინაურდნენ სტეფოვოის სამხრეთ-აღმოსავლეთით ტყის სარტყელში.

banner
წინა სტატიაშისერია A-ს წლის საუკეთესო გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია გახდა
შემდეგი სტატიამასობრივი დაკითხვები მარტვილში – ბალდის მცველები დაკითხვაზე დაიბარეს