მასკმა ტესლას მანქანით გუშინ მომხდარ ავარიაზე საკუთარი ვარაუდი გამოაქვეყნა

გუშინ ტესლას Tesla Model S -ი ავარიაში მოყვა, მოსახვევში ვერ შევიდა, გზიდან გადავიდა, ხეს შეასკდა და ორივე მგზავრი გარდაიცვალა. პოლიციამ ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მძღოლის ადგილი თავისუფალი იყო, ერთი მგზავრი წინ მძღოლის გვერდით იჯდა, მეორე კი უკან. ტესლას მანქანებს ავტოპილოტის ფუნქციები აქვთ, მაგრამ უცნობია, მუშაობდა თუ არა სისტემა კატასტროფისას. ილონ მასკმა “ტვიტერში” აზრი გამოთქვა, რომ “ინფორმაციით, რომელიც ამ წუთისთვის შევძელით მიგვეღო, ავარიის მომენტში ავტოპილოტის ფუნქცია ჩართული არ იყო. უფრო მეტიც, სტანდარტული ავტოპილოტის სამუშაოდ მნიშვნელოვანია გზის გამყოფი ხაზის აღქმის ჩართვა, მაგრამ იმ ქუჩაზე ის საერთოდ არ ყოფილა” – მასკმა დაწერა.

კომპანიაში მრავალჯერ აღნიშნეს, რომ ავტოპილოტის ფუნქცია მძღოლის უსაფრთხოებას და მისი საჭესთან ჯდომის კომფორტს ზრდის.
პოლიციის ინფორმაციით, მანქანა დიდი სიჩქარით მოძრაობდა და ძლიერ მოსახვევში ვერ შევიდა.

აშშ-ში ავტომანქანების უსაფრთხოების სააგენტომ 2021 წლის მარტში განაცხადა, რომ იძიებს 27 ავტოსაგზაო შემთხვევას, რომლებიც “ტესლას” მანქანებით მოხდა, მათგან სამი უახლოეს ხანებში. “ტესლას” ხელმძღვანელმა ილონ მასკმა პირობა დადო, რომ მალე მძღოლებს სრულიად ავტომატური ტარების ფუნქციის გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ. კომპანიაში არა ერთხელ აღნიშნეს, რომ ავტოპილოტის ახლა არსებული ვერსია მძღოლს ვერ ცვლის და რომ ფუნქციის გამოყენებისას აუცილებელია გზაზე ყურადრებით ყოფნა, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფი ჩარევა მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიშარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა
შემდეგი სტატიაგვძულს XXI საუკუნის მთავარი მკვლელი – პუტინი! – თბილისში დღეს აქცია დაიგეგმა