გვძულს XXI საუკუნის მთავარი მკვლელი – პუტინი! – თბილისში დღეს აქცია დაიგეგმა

დღეს, 21 აპრილს რუსეთში არსებული რეჟიმისა და პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქციები გაიმართება. დღესვე პროტესტს კიდევ ერთხელ გამოხატავენ რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები.

საპროტესტო ტალღას შეუართდებიან თბილისშიც, აქცია თავისუფლების მოედანზე 7 საათზე ჩაინიშნა.

“ჩვენ გამოვდივართ აქციაზე, რათა მხარი დავუჭიროთ იმ მოქალაქეებს რუსეთში, რომელთაც საპროტესტოდ გამოსვლის არ ეშინიათ!

ჩვენ გვინდა, მათ დაინახონ მხარდაჭერა ჩვენგან!

ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიომ დაინახოს – რუსეთი არა მხოლოდ მეზობელ სახელმწიფოებთან ომში კლავს ადამიანებს, არამედ ქვეყნის შიგნითაც – საკუთარ მოქალაქეებს!

ჩვენ გვინდა ვაჩვენოთ, რომ გვძულს XXI საუკუნის მთავარი მკვლელი – პუტინი!” – წერენ აქციის ოგრანიზატორები.

banner
წინა სტატიაშიმასკმა ტესლას მანქანით გუშინ მომხდარ ავარიაზე საკუთარი ვარაუდი გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 1 310 ახალი შემთხვევა გამოვლინდა