მასკის კოსმოსური ხომალდი Dragon-ი დედამიწაზე დაბრუნდა

კერძო კოსმოსური ხომალდი Crew Dragon, რომელიც ელონ მასკის კომპანია SpaceX-მა შექმნა, წარმატებით დაბრუნდა დედამიწაზე და ატლანტიკის ოკეანეში, ფლორიდადან 450 კილომეტრში ჩაეშვა. კოსმოსური ხომალდის პარაშუტები წარმატებით გაიხსნა. ახლა ის პორტ-კანავერალში გადააქვთ – “ბიბისი” წერს.

ნასას სპეციალისტების თქმით, კოსმოსური ხომალდის დაბრუნება გამოცდის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი იყო. კოსმოსურ ხომალდზე ეკიპაჟის ნაცვლად მანეკენი იჯდა, რომელსაც მრავალი გადამცემი ეყენა. ახლა სპეციალისტები მონაცემებს დეტალურად შეისწავლიან. დადებითი შედეგების შემთხვევაში, ხომალდით ეკიპაჟი გაფრინდება.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ ქალ მსჯავრდებულებს რვა მარტი მიულოცა
შემდეგი სტატიანასამ 8 მარტს ქალების პირველი მისიის შესახებ გამოაცხადა