ნასამ 8 მარტს ქალების პირველი მისიის შესახებ გამოაცხადა

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 9, 2019 01:20

ნასამ 8 მარტს ქალების პირველი მისიის შესახებ გამოაცხადა

ქალთა საერთაშორისო დღეს, ნასამ კოსმოსის ისტორიაში პირველად გამოაცხადა ქალთა მისიის შესახებ, რომელსაც მხოლოდ ქალები შეასრულებენ. ისინი ოთხნი იქნებიან: ენ მაკლეინი და კრისტინა კოხი, რომლებიც ღია კოსმოსში გავლენ დედამიწიდან დაახლოებით 400 კილომეტრის დაშორებით, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს ელემენტები გამოუცვალონ. დედამიწიდან გაფრენას უხელმძღვანელებს მერი ლოურენსი, კოსმოსური გასეირნების პულტთან კი ჯეკი კეიგი იქნება.
მაკლეინი გასული წლის დეკემბრიდან უკვე კოსმოსურ სადგურზეა, მას კოხი 14 მარტს შეუეთდება. ამ დღეს აშშ-ში არაოფიციალურად პის (3,14) დღეს აღნიშნავენ, ამიტომ, ხომალის გაშვება აღმოსავლეთ სანაპიროს დროით 3:14 წუთზეა დაგეგმილი. მაკლეინი ღია კოსმოსში 29 მარტს გავა – “ბიბისი” წერს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge მარტი 9, 2019 01:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,221
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics