მარტვილში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მარტვილში რეკორდულად მაღალი კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით აღებული ტესტებიდან 25 ადამიანის პასუხი კორონავირუსზე დადებითია.

,,თაიმერის” ინფორმაციით ინფიცირებულებს შორის არის კერძო სკოლა ,,სხივის” ერთი მოსწავლე და სოფელ გაჭედილის საჯარო სკოლის მასწავლებელი.

როგორც მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი როზა ჯანაშია ,,თაიმერთან” საუბარში აცხადებს 25 ახალი შემთხვევიდან ერთი მათ სენაკის მუნიციპალიტეტმა გადმოსცა და ინფიცირებული ლესიჭინეს საჯარი სკოლის მოსწავლეა, თუმცა ეს შემთხვევა მარტვილს განეკუთვნება.

ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა

ინფიცირების შემთხვევები ასე ნაწილდება: გაჭედილი, დიდი ჭყონი, დოშაყი, ნაგვაზო, აბედათი და მარტვილის ცენტრი.

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშითუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ერი დასაჩაგრი ერი არ არის – სააკაშვილი
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა