თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ერი დასაჩაგრი ერი არ არის – სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ხალხი არ უნდა შეეგუოს არჩევნების გაყალბებას და მასობრივი მობილიზაციით უნდა უპასუხოს, მით უფრო, როცა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჩამოდის ქვეყანაში. მისი თქმით, მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ საზოგადოება არავის აპატიებს მოტყუებას:
“საქართველოში არჩევნები არის გაყალბებული, ამ გაყალბებულ არჩევნებს ქართველმა ხალხმა მასობრივი მობილიზაციით უნდა უპასუხოს. მათ შორის, თუ პომპეო ჩამოდის, იმ დღესაც უნდა იყოს ხალხის მასობრივი მობილიზაცია. მე ასე გავაკეთებდი, რათა მსოფლიომ დაინახოს, რომ ქართველი ერი დასაჩაგრი ერი არ არის. დაგვჩაგრეს და შევირგეთ, ვერ დაგვჩაგრავენ და არც შევირგებთ. დედის რძესავით რომ უნდა შეგვარგონ, არ გამოვა. ქართველ ხალხს სიამაყე და ღირსების განცდა აქვს”, – განაცხადა სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ჩამოსვლასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიამარტვილში კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა