მარტოხელა მოხუცს დახმარება მოუხსნეს

ანზორ კიკვაძე 68 წლის არის. რამდენიმე წლის წინ გადატანილი ინსულტის შემდეგ მას უჭირს გადაადგილება, ხოლო ცალი ხელი პარალიზებული აქვს და ვერ ამოძრავებს. სახსრების ტკივილის გამო მოხუცს არ შეუძლია სადილის გაკეთება, რეცხვა, შეშის ჩეხვა, მაღაზიაში სიარული. მთელი დღე იგი შეყუჟულია ერთ პატარა ოთახში, თბება ელექტროღუმლის მეშვეობით და ელოდება ვინმე კეთილ ადამიანს, ვინც წყალს დაალევინებს და დააპურებს.
ანზორ კიკვაძე წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას იღებდა, თუმცა ამასწინათ მას დახმარება შეუჩერეს. სოციალური მომსახურების სააგენტოში ხანდაზმულ ადამიანს განუცხადეს, რომ მისმა ელექტროღუმელმა 40 ლარის დენი დაწვა და რახან გადაიხადე, ესე იგი ფული გაქვსო.
ჩვენ კი ვესაუბრეთ ანზორ კიკვაძეს და ვთხოვეთ მოეყოლა მისი პრობლემების შესახებ:
– როგორ უძლებთ ასეთ რთულ პირობებს? ვინ გეხმარებათ?
ანზორ კიკვაძე: ღმერთის წყალობით ვუძლებ. მეზობლები მეხმარებიან. ღარიბი სოფელია, მაგრამ კეთილი ხალხი ცხოვრობს. ხან სახლს დამილაგებენ, ხან მაღაზიაში გამეგზავნებიან, ხანაც მჭადს და ლობიოს შემომიტანენ.
–რატომ მოხდა ისე, რომ მარტო დარჩით?
ანზორ კიკვაძე: მთელი ცხოვრება მუშა ვიყავი. წლების განმავლობაში ბეტონის ქარხანაში ვმუშაობდი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ გამიჩნდა. ყურადღება არ მივაქციე, რადგან დრო არ მქონდა. ჯერ და–ძმა გარდამეცვალა, შემდეგ მშობლების მოვლაზე უნდა მეზრუნა, საწოლს იყვნენ მიჯაჭვულნი. არც ჩემი პირადი ცხოვრება აეწყო და დავრჩი მარტო…
–ახლა რით ცხოვრობთ, რა არის თქვენი შემოსავალი?
ანზორ კიკვაძე: პენსია არის ჩემი შემოსავალი. 40–50 ლარი დენის საფასურია, დანარჩენი 150 ლარი მიდის პურზე და წამლებზე…
მეგობრებო, დაეხმარეთ ანზორ კიკვაძეს! იგი საჭიროებს საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, ტანსაცმელს, მაცივარს, ტელევიზორს, თეთრეულს. ყველაზე მეტად კი მას თანადგომა და ადამიანური სითბო ესაჭიროება.
თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ანზორ კიკვაძე). თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია ფონდის საიტიდანაც.

 

 

https://www.facebook.com/ChernovetskyiFund/videos/431134624311371/?t=1

banner
წინა სტატიაშითებერვალში ეკონომიკა 4,6%-ით გაიზარდა – საქსტატი
შემდეგი სტატიავანო ზარდიაშვილი : ეკა ბესელიას დღის წესრიგში შედის, რომ საქმით კი არ დაკავდეს, პოლიტიკურ პროცესებში იტივტივოს