ვანო ზარდიაშვილი : ეკა ბესელიას დღის წესრიგში შედის, რომ საქმით კი არ დაკავდეს, პოლიტიკურ პროცესებში იტივტივოს

ეკა ბესელიას დღის წესრიგში შედის, რომ საქმით კი არ დაკავდეს, პოლიტიკურ პროცესებში იტივტივოს და მასზე კომენტარების გაკეთებას აღარ ვაპირებ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვანო ზარდიაშვილმა განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი აღარ არის, მას თავისი დღის წესრიგი აქვს.

„ქვეყანაში პოზიტიური ფონი არ არის და არ ვაპირებ, ეკა ბესელიას დღის წესრიგს ავყვე და საზოგადება კიდევ უფრო ბესელიაზე სერიებით გადავღალო – ეს თქვა ზარდიაშვილმა, უპასუხა ოხანაშვილმა. ეკა ბესელიაზე პასუხების გაცემა არარელევანტურია და დამატებით კომენტარებს აღარ საჭიროებს. რაც შეეხება ფარულ ჩანაწერებს, ეს არის ამორალური ქმედება. ეს ჩვენი გუნდისთვის მიუღებელია, შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რაც შეიძლება, მალე გამოიძიონ და საზოგადოებას კითხვებს პასუხები გაეცეს. ეკა ბესელიას მიზანს წარმოადგენს, რომ დღის წესრიგში რამდენნაირად ყოველდღე იყოს, თუმცა ქვეყანაში სხვა უამრავი საკითხია. ათობით კანონპროექტს ვიხილავთ, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, შესაბამისად, ბესელიაზე პასუხების გაცემას აღარ ვაპირებ, რადგან შემდგომი ორი წელი მუდმივად იქნება მსგავსი პროვოკაციები. საქმიანი გარემო ჭორაობაზე გადავიდა, საზოგადოებას კი, ამისთვის დრო არ აქვს. საზოგადოებას ამ პროცესის ყურებისთვის ბოდიშს ვუხდი“, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმარტოხელა მოხუცს დახმარება მოუხსნეს
შემდეგი სტატიასერგეენკოს ნაცვლად პარლამენტში მისი მოადგილე მივიდა