თებერვალში ეკონომიკა 4,6%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4.6 % შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-თებერვლის საშუალო რეალური ზრდა 4.1 %-ით განისაზღვრა.

უწყების ცნობით, 2019 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელ მრეწველობაში, ვაჭრობაში, უძრავი ქონებით ოპერაციებისა და მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის დარგებში. ამასთან, კლება დაფიქსირდა მშენებლობის დარგში.

მთავრობის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ეკონომიკურმა ზრდამ 4,5 %-ს უნდა მიაღწიოს.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: ეს ჰაიდელბერგისუნივერსიტეტდამთავრებული კურიცა, ესა
შემდეგი სტატიამარტოხელა მოხუცს დახმარება მოუხსნეს