მარნეულის მუნიციპალიტეტში 49 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში 49 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა.

პაციენტი თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამასთან, მარნეულის „ჯეოჰოსპიტალსის“ კლინიკაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა საეჭვო სიმპტომებით დღეს კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანა. მას ნიმუშებს სავარაუდოდ დღეს აუღებენ და ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან.

მარნეულის კლინიკაში დღეს ორი პაციენტის ტესტის პასუხს ელოდნენ, ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

banner
წინა სტატიაშიმეოთხე მექანიზებული ბრიგადის მეთაური საგუშაგოებზე არსებულ ვითარებას გაეცნო
შემდეგი სტატიასტრასბურგში კორონავირუსით საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა