მარნეულიდან ​საჩხერის სასტუმროს საკარანტინო ზონაში 30 ადამიანი გადაიყვანეს

მარნეულიდან ​საჩხერის სასტუმროს საკარანტინო ზონაში 30 ადამიანი გადაიყვანეს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა განაცხადა.

გოჩა გიორგაძის თქმით, აღნიშნული პირები საჩხერესა და ჭიათურაში საგზაო სამუშაოებს ასრულებდნენ და რეგიონში რამდენიმე დღის ჩასულები იყვნენ და უსაფრთხოების მიზნით, კარანტინში გადაიყვანეს. მათგან რამდენიმეს ტემპერატურა დაუფიქსირდა თუმცა, ჯერ კლინიკაში გადაყვანის აუცილებლობა არ დამდგარა.

გოჩა გიორგაძის ინფორმაციით, აღნიშნულ პირებს დაინფიცირებულ მარნეულელ ქალთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

banner
წინა სტატიაშიაკაკი ზოიძე განმარტავს, რა შემთხვევაშია ეფექტური სწრაფი ტესტირება
შემდეგი სტატიაანაკლიის საკარანტინო ზონაში არსებულ მდგომარეობას გუბერნატორი გაეცნო