მარიუპოლში საერთო სასაფლაოების რაოდენობა ისევ იზრდება, ეპიდაფეთქების რისკი დიდია – ბოიჩენკო

მარიუპოლი ეპიდემიოლოგიური კატასტროფის წინაშეა. ქალაქის მერის განცხადებით, არ მუშაობს კანალიზაცია და ქალაქს არ მიეწოდება წყალი.

ვადიმ ბოიჩენკო ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთ საფრთხედ საერთო სასაფლაოებსაც ასახელებს. მარიუპოლში მიმდინარე მძიმე პროცესებში მან რუსეთი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და მსოფლიოს მისი ტერორისტ სახელმწიფოდ გამოცხადებისკენ მოუწოდა.

“ქალაქში სრული ქაოსია. საერთო სასაფლაოების რაოდენობა ისევ იზრდება, დიდია ეპიდაფეთქების რისკი. ზაფხულია და გარდაცვლილთა ცხედრების ლპობა დაჩქარებულია, რაც დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. ექიმები შეშფოთებულები არიან, შეიძლება, ათასობით მარიუპოლელი დაიღუპოს. ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ”, – ამბობს ვადიმ ბოიჩენკო.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რუსეთის მხარეზე ნეონაცისტები იბრძვიან – გერმანული დაზვერვა
შემდეგი სტატიარუსეთმა გაანადგურა უკრაინასა და პოლონეთს შორის წარსულის წინააღმდეგობები – ზელენსკი