მარიუპოლის დამცველებმა იციან, რომ ასრულებენ ყველაზე მძლავრ მისიას დღემდე – ზელენსკი

მარიუპოლში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე უკრაინის პრეზიდენტი “უკრაინსკაია პრავდასთან” ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელისუფლება მუდმივ კავშირშია უკრაინელ მებრძოლებთან, რომლებიც პოზიციებს იკავებენ აზოვსტალის ქარხანაში.

ზელენსკის თქმით, „აზოველები“ გმირები არიან და მათ თავისუფლად შეუძლიათ „გარკვეული ნაბიჯების“ გადადგმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა იგულისხმა.

“მათ [მარიუპოლის დამცველებმა] იციან, რომ ასრულებენ ყველაზე მძლავრ მისიას დღემდე. ამიტომ მტერი შიშობს, რომ მტრების [მარიუპოლის დამცველების] რაოდენობა ექვსჯერ აღემატება. მარიუპოლის ბლოკადის რამდენიმე რაუნდი მიმდინარეობს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, იარაღის სწრაფ მიწოდებასა და ეფექტურ მოლაპარაკებებს მარიუპოლის გადარჩენა შეუძლია. ზელენსკის თქმით, დაჭრილების გამოსაყვანად ცეცხლის შეწყვეტაა საჭირო, მაგრამ ეს რუსეთის სურვილზეა დამოკიდებული.

banner
წინა სტატიაშიზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სავარაუდო გარანტიები დაასახელა – „ვფიქრობ, ეს ცალკე ევროკავშირი იქნება“
შემდეგი სტატიათუ რუსეთის ფედერაცია გაანადგურებს მარიუპოლის დამცველ უკრაინელ სამხედროებს, სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელი იქნება