თუ რუსეთის ფედერაცია გაანადგურებს მარიუპოლის დამცველ უკრაინელ სამხედროებს, სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელი იქნება

თუ რუსეთის ფედერაცია გაანადგურებს მარიუპოლის დამცველ უკრაინელ სამხედროებს, სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელი იქნება – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინულ პორტალ „პრავდასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

“მარიუპოლი – ეს შეიძლება იყოს როგორც ათი ბოროდიანკა და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სამხედროების განადგურება და ჩვენი ბიჭები ყველა მოლაპარაკებას დაასრულებენ…
ჩვენ არ ვვაჭრობთ ტერიტორიებზე ჩვენი ხალხით. “ – თქვა ზელენსკიმ.

იმავე ინტერვიუში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთთან მარიუპოლზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა მომლაპარაკებლებს აღარ ენდობოდნენ. უკრაინას სურს ცეცხლის შეწყვეტა დაჭრილების, ქალებისა და ბავშვების წაყვანის მიზნით, მაგრამ ეს რუსეთის სურვილზეა დამოკიდებული.

banner
წინა სტატიაშიმარიუპოლის დამცველებმა იციან, რომ ასრულებენ ყველაზე მძლავრ მისიას დღემდე – ზელენსკი
შემდეგი სტატიამარიუპოლში მყოფი უკრაინელები, რომლებიც დანებებაზე უარს იტყვიან, განადგურდებიან – დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის „ხელმძღვანელი“