მარინზა ეზუგბაია: კორონავირისისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი მათ კლინიკას სავარაუდოდ დღეს დატოვებს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირისისგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი მათ კლინიკას სავარაუდოდ დღეს დატოვებს.

მარინა ეზუბგაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღემდე თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან სულ 22 პირი იყო გამოჯანმრთელებული, რომელთა რიცხვიც გუშინ 23-მდე გაიზარდა.

მარინა ეზუგბაიას თქმით, ერთი პაციენტის გაწერის შემდეგ, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 37 პაციენტი დარჩება. მათგან სამს დღეს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება.

ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსისგან 28 ადამიანი არის გამოჯანმრთელებული.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია: გვყავდა კრიტიკული ორი და ახლა ვამბობთ, რომ კრიტიკული დაგვრჩა ერთი
შემდეგი სტატიაქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა