მარინა ეზუგბაია: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.

მისივე თქმით, დაემატა გამოჯანმრთელებულების რაოდენობაც და ქვეყნის მასშტაბით ის 114-ს შეადგენს.

ეზუგბაიას განმარტებით, სამი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში კი, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს ამ დროისთვის 56 გამოჯანმრთელებული ჰყავს.

„პირველი თებერვლიდან დღემდე თითქმის 800-ზე მეტმა პაციენტმა გაიარა ჩვენს ცენტრში, როგორც შესაძლო შემთხვევამ და მათ შორის დადასტურდა 101 შემთხვევა. გამოჯანმრთელებული გვყავს 56. ამ ეტაპზე ჩვენთან 42 პაციენტი მკურნალობს.

ქვეყნის მასშტაბით გუშინ იყო 420 შემთხვევა, დღეს დილას არის დადასტურებული 431. ანუ ახალი 11 დადასტურებული შემთხვევაა. გამოჯანმრთელებულების ციფრმაც მოიმატა და გახდა 114. სამი ჩვენი ცენტრის გამოჯანმრთელებული პაციენტია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საელჩოებმა აზერბაიჯანში, თურქეთსა და ლატვიაში საქართველოს მოქალაქეების სამშობლოშ დაბრუნებას ხელი შეუწყვეს
შემდეგი სტატიამაკა სოლოღაშვილი : ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 22 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამი საყურადღებოა