საქართველოს საელჩოებმა აზერბაიჯანში, თურქეთსა და ლატვიაში საქართველოს მოქალაქეების სამშობლოშ დაბრუნებას ხელი შეუწყვეს

საქართველოს საელჩოებმა აზერბაიჯანში, თურქეთსა და ლატვიაში საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრით და პირველადი საჭიროებებით უზრუნველყვეს და ხელი შეუწყვეს მათ სამშობლოში დაბრუნებას.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები განაგრძობენ COVID-19-ის გავრცელების შედეგად რთულ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დამხარებას.
საქართველს საელჩოს ძალისხმევით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, 50-მდე ოჯახს, საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნებისა და მედიკამენტების ამანათი გადაეცა.

აღსანიშინავია, რომ აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს და ქ.განჯაში გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, საქართველოს 100-მდე მოქალაქე, უახლოეს მომავალში, სახმელეთო გზით გამოემგზავრება სამშობლოში.

თურქეთში საქართველოს საელჩომ ასევე საცხოვრებლით, საკვებით და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყო საქართველოს მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ საელჩო მედიკამენტებით დაეხმარა 170-ზე მეტ მოქალაქეს.

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ საკვები პროდუქტებითა და თავშესაფრით დახმარება გაეწია საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების შედეგად გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ, სამშობლოში დაბრუნების პროცესში, საელჩოს პირადი სახსრებით უზრუნველყოფილ იქნენ ტრანსპორტით.

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიები, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატთან კოორდინაციით, განაგრძობენ დადგენილი კრიტერიუმებით საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეების დახმარებას, ვინც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე უახლოეს პერიოდში გეგმავს საქართველოში გამომგზავრებას. მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზების მიზნით, საქართველოში დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, მოქალაქემ უნდა შეავსოს ელექტრონული ფორმის სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე.

2020 წლის 24 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 13,753 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაგეგმილი რეისების, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ორგანიზებულად დაბრუნდა 7,600 მოქალაქე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 114-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია: ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი