მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსის მქონე ექვსი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 97 დადასტურებული შემთხვევიდან 47 მათ ცენტრშია დაფიქსირებული.

მისივე თქმით, ახალი პაციენტების ინფიცირების წყარო ცნობილია.

„ამ 97 დადასტურებული შემთხვევიდან 47 იმყოფება ჩვენთან. როგორც იცით, გუშინ ერთი შემოგვემატა, წყარო არის ინგლისი, დანარჩენი ექვსი დამატებული პაციენტების წყარო ცნობილია. ესენი არიან ორი ბოლო შემთხვევის კონტაქტები. ოთხი გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული და ორი საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის ძალების სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ასეული საკარანტინო ზონას მუდმივ რეჟიმში აკონტროლებს
შემდეგი სტატიაბათუმში საეჭვო სიმპტომების მქონე ოთხ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა