მარინ ლე პენი: საფრანგეთს ევროზონიდან გასვლა შეეძლება

საფრანგეთის “ნაციონალური ფრონტის” ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა მარინ ლე პენმა განაცხადა, რომ არჩევნებზე მისი გამარჯვების შემთხვევაში, საფრანგეთს შეეძლება ევროზე უარი თქვას და ეროვნული ვალუტა შემოღოს.
მისი თქმით, ევროზონის ქვეყნები ისევ იმ სისტემას უნდა დაუბრუნდნენ, რომელიც ევროს შემოღებამდე არსებობდა. “ეროვნული ვალურის არსებობა საერთო ვალუტის პარალელურად ფრანგების ყოველდღიურ ცხოვრებაზე არანაირად არ იმოქმედებს” – ლე პენმა თქვა. შეგახსენებთ, რომ მისი ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა საფრანგეთის ევროკავშირიდან გასვლა – წერს “ბიბისი” .

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წელს ჩატარდება.

 

banner
წინა სტატიაშიბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის საქმეზე ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს
შემდეგი სტატიაასზე მეტი ადამიანი დაშავდა აშშ-ში მაატრებლის რელსებიდან გადასვლის გამო