ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის საქმეზე ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს

ბერლინის პოლიციამ 26 წლის ტუნისელი დააპატიმრა, რომელიც ქალაქში საშობაო ბაზრობაზე მომხდარ თავდასხმაში სავარაუდო თანამონაწილეა. პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, დაკავებული ძირითად ეჭვმიტანილს კარგად იცნობდა, ტრაგედიის დღეს კი, მათ ერთ-ერთ რესტორანში ერთად ისადილეს.
გერმანული მედია ავრცელებს, რომ ეჭვმიტანილის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ ტრაგედია ბერლინში 19 დეკემბერს მოხდა. 40 წლის ტუნისელმა გატაცებული სატვირთოთი ბაზრობაზე მყოფ ხალხს გადაუარა. ტრაგედიის შედეგად 12 ადამიანი გარდაიცვალა და 40-მდე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშითურქეთის პოლიციამ “ისლამური სახელმწიფოს” 20 ბოევიკი დააკავა
შემდეგი სტატიამარინ ლე პენი: საფრანგეთს ევროზონიდან გასვლა შეეძლება