მარია ზახაროვა – თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მოსკოვში ტერაქტთან უკრაინელების კავშირის ნიშნებს ვერ ხედავენ, რის საფუძველზე აკეთებენ ამ დასკვნებს ვაშინგტონის ოფიციალური პირები?

აშშ-ს თუ აქვს ან ჰქონდა რამე სარწმუნო მონაცემები მოსკოვის საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ უნდა გადასცეს რუსულ მხარეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ „ტელეგრამ-არხში“ დაწერა.

„თეთრი სახლის განცხადებით, ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ უკრაინა ან უკრაინელები დაკავშირებული არიან ტერაქტთან მოსკოვში. რის საფუძველზე აკეთებენ ვინმეს კავშირის არქონაზე რამე დასკვნებს ვაშინგტონის ოფიციალური პირები ტრაგედიის დროს? თუ აშშ-ს აქვს ან ჰქონდა სარწმუნი მონაცემები ამასთან დაკავშირებით, მაშინ აუცილებელია მათი რუსული მხარისთვის დაუყოვნებლივი გადაცემა. თუ ასეთი მონაცემები არ აქვს, მაშინ თეთრ სახლს არ აქვს უფლება, გასცეს ვინმესთვის ინდულგენციები. როგორც რუსეთის ხელმძღვანელობამ განაცხადა, ტერაქტთან კავშირში მყოფ ყველა პირს კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ“, – წერს ზახაროვა.

თეთრმა სახლმა Crocus City Hall-ში მომხდარ ტერაქტს “საშინელი თავდასხმა” უწოდა (ვიდეო)

 

 

banner
წინა სტატიაშიკრემლის ტირანმა თავისი კარიერა ამით დაიწყო -უკრაინის დაზვერვა +18 ვიდეო
შემდეგი სტატიამედვედევი: სიკვდილი სიკვდილის საპასუხოდ