მედვედევი: სიკვდილი სიკვდილის საპასუხოდ

„კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმას ტელეგრამში ეხმაურება რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმდჯომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი და დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

„ტერორისტებს მხოლოდ საპასუხო ტერორის ესმით. არავითარი სასამართლო და გამოძიება არ დაგვეხმარება, თუკი ძალას არ დავუპირისპირებთ ძალას, სიკვდილს კი – ტერორისტების ტოტალურ დასჯასა და მათი ოჯახების წინააღმდეგ რეპრესიებს. მსოფლიო გამოცდილებაა. თუკი დადგინდება, რომ ისინი კიევის რეჟიმის ტერორისტები არიან, მათთან და მათ იდეურ შთამაგონებლებთან სხვაგვარად მოქცევა შეუძლებელია. ისინი უნდა მოიძებნონ და უმოწყალოდ განადგურდნენ როგორც ტერორისტები, იმ სახელმწიფო ოფიციალური პირების ჩათვლით, რომელთაც ეს ბოროტება ჩაიდინეს. „სიკვდილი სიკვდილისთვის“, – წერს მედვედევი.

თეთრი სახლის განცხადებით, არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინას მოსკოვში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმასთან რაიმე კავშირი აქვს. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„ამ ეტაპზე არ არის არანაირი მანიშნებელი, რომ უკრაინა ან უკრაინელები ჩართული იყვნენ“, – განაცხადა კირბიმ.

ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვში თავდასხმის კადრები იყო შემზარავი.

მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა.რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის მონაცემებით, „კროკუს სითი ჰოლში“ თავდასხმის შედეგად 60 ადამიანია დაღუპული

.

banner
წინა სტატიაშიმარია ზახაროვა – თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მოსკოვში ტერაქტთან უკრაინელების კავშირის ნიშნებს ვერ ხედავენ, რის საფუძველზე აკეთებენ ამ დასკვნებს ვაშინგტონის ოფიციალური პირები?
შემდეგი სტატიამიხაილ პოდოლიაკი – აბსოლუტურად დაზუსტებით, უკრაინას არ აქვს არანაირი კავშირი „კროკუს სითიში“ განვითარებულ მოვლენებთან