მაქს შულგატმა დე-ფაქტო ცხინვალს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა

7 ივნისს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის დარღვევის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე, თბილისის მკვიდრი მაქსიმ შულგატი დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დაკავებულის თქმით, მას ეროვნული ნიშნით დევნიან და ავიწროვებენ. 2007 წელს მაქსიმ შულგატი ნარკოტიკების გავრცელება-მოხმარების გამო სასჯელს იხდიდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მას მშობლები გარდაცვლილი დახვდა, სახლი კი – გაყიდული. შულგატმა ჯანდაცვის მუშაკებს სამსახურეობრივი გულგრილობისთვის უჩივლა და საქართველოს ხელისუფლებისგან კომპენსაციის გადახდა მოითხოვა. მან სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართა, რომლის შემდეგადაც საქართველოს შსს-ს წარმომადგენლებმა ის ტყეში გაიტაცეს, ცემეს და ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ. ამის შემდეგ დაზარალებულმა დახმარებით მიმართა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლებას – წერს დე-ფაქტო რესპუბლიკის მედია და ევროკავშირის დამკვირვებლებს აკრიტიკებს იმის გამო, რომ დისკრიმინაციის პრობლემას ყურადღებას არ აქცევენ. როგორც მედია იტყობინება, 12 ივნისს მაქსიმ შულგატი, რომელმაც დე-ფაქტო ცხინვალს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა ჯარიმის გარეშე გადასცეს თბილისს.

მაქს შულგატის შესახებ არა ერთხელ დაწერა ქართულმა მედიამ. მას ძალიან რთული და მძიმე ცხოვრება ჰქონდა. ის რამდენჯერმე იყო ნასამართლევი, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ციხეში ყოფნის არაადამიანურ პირობებზეც ისაუბრა. შულგატი მუდმივად იმაზე ჩიოდა, რომ მას, როგორც ყოფილ პატიმარს, არავინ ასაქმებს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დღეს ეუთო-ს გენერალური მდივანი ეწვევა
შემდეგი სტატიახაჩიძე ღარიბაშვილს – ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ პრემიერო?!