ხაჩიძე ღარიბაშვილს – ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ პრემიერო?!

“ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ საქართველოს პრემიერო?!” – წერს პარტია “გირჩის” თანადამფუძნებელი, გოგა ხაჩიძე, რომლის თქმითაც ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრობის დროს სურამში მის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და კისტის თოფი წაიღო.

“2012 წელს, როდესაც შსს მინისტრი იყავი, სურამში, ჩემი მშობლების სახლში ჩხრეკა ჩაატარეთ. ჩხრეკის შედეგად, მე რომ ბავშვობაში მაჩუქეს, ის კისტის თოფი წაიღეთ.

იმის შემდეგ 9 წელი გავიდა და აგერ უკვე მეორედ ფაფხურობ პრემიერის პოსტზე… ჰოდა, ამხელა კაცი ხარ, არ გიტყდება მაინც? ჩემს კისტის თოფს როდის დამიბრუნებ საქართველოს პრემიერო?!”, – წერს გოგა ხაჩიძე.

banner
წინა სტატიაშიმაქს შულგატმა დე-ფაქტო ცხინვალს პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა
შემდეგი სტატიაეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვის ვალდებულება ყოველ ხუთ წელში იქნება