რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ულოცავს.

„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო უერთდება საქართველოს მოსახლეობის დიდ სიხარულს, რომელსაც 30 წელი ველოდით. პირველად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

დინამო არენაზე გამართულ დაძაბულ მატჩში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა. საქართველოს დიდ სიხარულს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები უერთდებიან.

გილოცავთ, კიდევ ბევრი გამარჯვება, საქართველო!“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმანჯგალაძე – ჩვენი ბიჭების გამარჯვებით საქართველო, ფაქტობრივად, ევროკავშირის დე ფაქტო წევრი გახდა
შემდეგი სტატიათელავში 4 ბინის გაქურდვის ბრალდებით კაცი დააკავეს